ვითიბი ბანკის და EBRD -ის ენერგოკრედიტით, ფინანსდება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტები. ენერგოეფექტური პროექტები გულისხმობს, ნებისმიერი ფორმით არსებული ენერგიის პირდაპირი ან საბოლოო მოხმარების შემცირებას. განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელება უნდა უზრუნველყოფდეს არაგანახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების შემცირებას და მათ ჩანაცვლებას ისეთი განახლებადი ენერგიით, როგორიცაა ჰიდრო, ქარის, მზის და სხვა გეოთერმული რესურსები.
პროექტი ითვალისწინებს EBRD-მიერ კომპანიებისთვისენერგოეფექტურობის აუდიტის უფასოდ ჩატარებას.
ენერგოკრედიტის მაქსიმალური თანხა შეადგენს ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს, საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 9%-დან 11% -მდე. მაქსიმალური ვადა 7 წელია. ამის გარდა ენერგოკრედიტით სარგებლობისას, კომპანიას შეუძლია დაიბრუნოს სესხის 10% ხოლო ენერგო აუდიტის ჩატარების შემთხვევაში სესხის 15% უკან.