ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოს 2014 წლის იანვარ-სექტემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6 504502.7 ათასი ლარიშეადგინა.
2014 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 362 614.4 ათასი ლარი) შეადგინა რაც ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (5 307 945.0 ათასი ლარი) 101%, მათ შორის
- გადასახადების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 908 700.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 039 306.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.7%;
- გრანტების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 123 715.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 126 109.5 ათასი ლარი, რაც გეგმის 101.9%-ია;
2014 წლის იანვარ-სექტემბერშიარაფინანსური აქტივების კლებით მიღებული შემოსულობების მოცულობამ (65 981.0 ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (61 500.0 ათასი ლარი) 107.3%;
ვალდებულებების ზრდითმიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 1 023 094.0 ათასი ლარი, რაც გეგმის - 1 119 167.0 ათასი ლარის 91.4%-ია;
მასალის გამოყენების პირობები