21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე და ლიტვის საგადასახადო ინსპექციის უფროსი დაინორას ბრადაუსკასი
მისამართი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის#16 მე-6 სართული