იმერეთის რეგიონს 20 ახალი ტრაქტორი ეყოლება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვის ცენტრი სამტრედიის რაიონშიც გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით,
იმერეთის რაიონში მცხოვრებ გლეხებს ტრაქტორების დაქირავება შეღავათიან ფასებში შეეძლებათ. მისი თქმით, სერვის ცენტრი საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოებისთვის საჭირო სპეცტექნიკით არის აღჭურვილი.
დაგეგმილია სასწავლო კურსების ჩატარებაც, რომლებიც ადგილობრივების კვალიფიკაციას აამაღლებს.
"სამტრედიის ცენტრი მოემსახურება მთლიანად ამ რეგიონს. ჩვენი მიზანია, რომ ამ ტექნიკის მეშავეობით სრულად დავამუშაოთ ის ნაკვეთები, რომლებიც წინა წლებში ფერმერებს დაუმუშავებელი რჩებოდათ", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.