ბოლო დროს, ოჯახური ძალადობისა და მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებს "ნაციონალური მოძრაობა" ბრიფიგით გამოეხმაურა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, წინ აღუდგეს ოჯახურ ძალადობას.
"ეს ტრაგედია არის მთელი საზოგადოების ტრაგედია და ყველა ერთად უნდა დავდგეთ მასთან საბრძოლველად, ქალიც და კაციც. როდესაც ქალი იუსტიციის მინისტრი და ქალი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენონ თავიანთი უმნიშვნელოვანესი მანდატი, უპასუხისმგებლო და უგუნურ განცხადებებს აკეთებენ, რითაც პირდაპირ ახალისებენ მსგავს საშინელ ძალადობას ქალებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ რიგ აქტივობებს გეგმავს. ბოკუჩავამ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ამ მიმართულებით, აქტიურობას გამოიჩენს.