GS1 საქართველო, ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობისა და პროდუქციის იდენტიფიკაციისას სტანდარტების მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, საცალო ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან, შეხვედრას მართავს.
შეხვედრა, 17 ოქტომბერს, 11 საათზე, სსიპ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის" შენობაში ჩატარდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა სავაჭროდ განკუთვნილი პროდუქციის იდენტიფიკაციისას; სტანდარტების როლი მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის მოწესრიგებასა და ლოგისტიკური ოპერაციების დროს.
GS1 არის საერთაშორისო, არამომგებიანი ორგანიზაცია, სათაო ოფისით ბრუსელში, რომლის მიზანს წარმოადგენს მრავალსექტორული სტანდარტების შექმნა და დანერგვა, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ და ეფექტურ გაცვლას ბიზნეს პარტნიორებს შორის და მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობას.