უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრი უმრავლესობას ხვდება და ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს აცნობს.
მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაგეგმილია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილის მოხსენება, ამის შემდეგ კი, ნოდარ ხადური 5 პუნქტიან დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ძირითადი განსახილველი თემის, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ, უმრავლესობის წევრები კიდევ რამდენიმე თემაზე იმსჯელებენ, მათ შორის განიხილავენ, რუსეთის ფედერაცისა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას შორის დაგეგმილი ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხსზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ პარლამენტს გუშინ მიმართა. საკითხზე დღეს ასევე, 5 პუნქტიანი რეზოლუცია შეიმუშავა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" .
2015 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტის განხილვას პარლამენტი დღეს დაასრულებს, საბოლოო დოკუმენტს კი დეკემბერში დაამტკიცებს.