ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალ წელს პედაგოგების ხელფასები აუცილებლად გაიზრდება, თუმცა, რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.
პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას კითხვა ხადურს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა დაუსვა.
"მომავალ წელს პედაგოგების ხელფასები აუცილებლად გაიზრდება. ამაზე განათლების სამინისტროს აქვს შემუშავებული სქემა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობ", - განაცხადა ხადურმა.