20-22 ოქტომბერს საქართველოში ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ისრაელის 130 კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც იქნებიან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბიზნეს-ფორუმი საქართველოს და ისრაელის ბიზნესმენების მონაწილეობით; ასევე დაგეგმილია დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნა, ღონისძიების ფორმატში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, ებრაულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია, კარატეს „მაქაბის" მსოფლიო თასის გახსნა, კლასიკური მუსიკის კონცერტი.
ისრაელის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის ორგანიზატორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.