ფინანსთა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტებს აცნობს. ნოდარ ხადურის განცხადებით, სოციალური გასაცემლები 2015-16 წელსაც გაიზრდება, თუმცა აუცილებელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რასაც ემსახურება მომავალი წლის ბიუჯეტი.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი გაზრდილია 6.1%-ით. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი - 6.1% აქვს, მომდევნო ადგილზე კი, არის სომხეთი 3.2% -ით.
იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ასევე გაზრდილია, ქვეყნის იმპორტ-ექსპორტის, მშენებლობის, გდამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის მაჩვენებელი.
ფინანსთა მინისტრი მოხსენების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" კითხვებს უპასუხებს, დღის ბოლოს კი საპარლამენტო უამრავლესობასთან შემაჯამებელი სხდომას დაესწრება.
შეგახსენებთ, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილებები მთავრობას დღეს გადაეცემა, საბოლოო ვარიანტი კი, პარლამენტს ნოემბერში დაუბრუნდება.