Apple 16 ოქტომბერს iPad-ის ახალ ხაზს წარმოადგენს,- წერს Wall Street Journal-ი საკუთარ, სანდო წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციითვე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ასევე, ახალი ოპერაციული სისტემა X Yosemite, საგადამხდელო სისტემა Apple Pay და ასევე iMac-ის ახალი კომპიუტერი.
აღშანიშნავია, რომ ცოტახნის უკან Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ Apple-ი ყველაზე დიდი ეკრანის მქონე, 12,9 დიუმიან iPad-ს 2015 წელს წარმოადგენდა. ამ დროისათვის კომპანია მხოლოდ 9,7 და 7,9 დიუმის მქონე ეკრანიან iPad-ებს აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები