ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს

რესპოდენტის შესახებ

ახლახან პრეზიდენტის სასახლეში დამთავრდა პრეზიდენტის შეხვედრა ეკონომისტებთან. საუბრის თემა ერთობ არაორდინალური აღმოჩნდა. პეზიდენტმა სთხოვა ექსპერტებს შეერჩიათ ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი წევრის კანდიდატურა, რომელიც ჩაანაცვლებდა იმ წევრს, რომელსაც ვადა გაუვუდა. არა და ეს პრეზიდენტის პირდაპირი პრეროგატივაა. შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

-ბატონო რომან, მხოლოდ აღნიშნულ საკითხებზე გქონდათ საუბარი თუ ეკონომიკის სხვა პრობლემებსაც შეეხეთ?

-არა, სხვა საკითხებზე ვერც მოვასწარით საუბარი. გაკვირვებული დავრჩით პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენვე წარმოგვედგინა ეროვნული ბანკის გამოთავისუფლებელი წევრის სანაცვლოდ ჩვენი კანდიდატურა. იმდენად მოულოდნელი იყო, მზად არ აღმოვჩნდით. უფრო მეტიც, ნოემბრის პირველ რიცხვებში კვლავ შევიკრიბებით და დავადგენთ კრიტერიუმებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს და როგორ შეირჩეს კანდიდატი.

-რაიმე გვარები ხომ არ დასახელებულა?

-არა, არც ერთი. სწორადაც მოიქცნენ შეხვედრის მონაწილენი. ამას სერიოზული ფიქრი უნდა.

-ეს რაიმე ტრადიციის დასაწყისი ხომ არ არის. ვგულისხმობ კადრების დემოკრატიულად არჩევის პრინციპს?

-როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამავე პრინციპით მოხდება 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ორი ვიცე-პრაზიდენტის გამოთავისუფლებულ ადგილებზე საბჭოს ახალი წევრების შეყვანა. უფრო მეტიც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვადაგასულ წევრებსაც ამ მეთოდით დანიშნავს.
ძალიან მესიამოვნა ასეთი მიდგომა. საქართველოში ტრადიციულად ადამიანები ინიშნებიან საახლობლო ნიშნით. ამიტომ არ გვყავს ჯანსაღი, სტაბილური და ქმედუნარიანი ბიუროკრატია. ყოველი ახალი არჩევნები ანადგურებს ძველს. არ ხდება მემკვიდრეობითობის პრინციპის დაცვა. ამით პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს!

"ჯი-ეიჩ-ენი", ლაშა ნოდია 

ავტორი: . .