ვითიბი ბანკი იუნისტრიმის ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემას შეუერთდა. თბილისში იუნისტრიმის გზავნილების მიღება შესაძლებელია თბილისის თოთხმეტ ფილიალში და რეგიონებში განლაგებულ თორმეტ ფილიალში. ამასთან ერთად გზავნილების მიღება შესაძლებელია საქართველოს უმსხვილეს რეგიონალურ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, რუსთვში, მარნეულში და თელავში. ვითიბი ბანკის მომხარებლებს, იუნისტრიმის სისტემით, შეუძლიათ მიიღონ და გააგზავნონ, როგორც მისამართიანი ასევე უმისამართო გზავნილები დოლარში და ევროში.
იუნისტრიმი უკვე თანამშრომლობს ვითიბი ჯგუფის ბანკებთან უკრაინაში, სომხეთში და ყაზახეთში, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე ვითიბი ჯგუფის ბანკებიდან იუნისტრიმის სისტემით განხორციელებული გზავნილების ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 46 მილიონი დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები