2017 წლის ბოლოსთვის ევროს კურსი, შესაძლოა, 0,95 დოლარამდე დაეცეს, - განმარტავენ Deutsche Bank-ში.
ამის მთავარი მიზეზი ევროზონაში ფულის ჭარბი რაოდენობა გახდა, რომელიც თავის მხრივ რეკორდული სავაჭრო პროფიციტით არის განპირობებული, საუბარია წელიწადში 400 მლნ დოლარზე.
სავაჭრო ბალანსის პროფიციტი შესაბამისობაში მოდის ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკასთან, შეამციროს საპროცენტო განაკვეთი (რომელიც ამ დროისათვის 0,05%-ს შეადგენს) და ასევე განაკვეთები დეპოზიტებზე (-0,2%).
მსგავსი პროგნოზი სხვა ბანკებმაც გამოთქვეს, თუმცა Deutsche Bank-ის პროგნოზი ყველაზე პესიმისტურია. მაგალითად, ბრიტანულ ბანკი HSBC-ი ვარაუდობს, რომ 2015 წლის ბოლოსათვის ევროს კურსი 1,19 დოლარს გაუტოლდება. Barclays-ში ვარაუდობენ, რომ კურსი 1,10 დოლარი იქნება.
ამერიკულ Morgan Stanley-ში პროგნოზირებენ, რომ 2015 წლის შუა პერიოდისთვის 1 ევრო 1,14 დოლარი ეღირება.
Goldman Sachs-ში კი აცხადებენ, რომ 2017 წელს ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდება.
მასალის გამოყენების პირობები