მიმდინარე კვირას ოფიციალურად გამოცხადება, რომ პირველად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ გახდა ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ამ მაჩვენებლის მიხედვით საუდის არაბეთს გადაასწრო, წერს გამოცემა Times.
ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯერაც არ არის დადასტურებული გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს თუ არა აშშ იყოს პირველ პოზიციაზე საუდის არაბეთთან შედარებით.
ფიქალის გაზის და ფიქალის ნავთობის მოპოვების ბუმმა განაპირობა მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, თუ 2011 წელს აშშ-ში მოპოვენა შეადგენდა 8 მილიონ ბარელ ნვთობს დღეში, ამჟამად ეს მაჩვენებელი დღეში 12 მილიონი ბარელია.
შედეგად, აშშ გახდა არა მხოლოდ ლიდერი ნავთობის მოპოვებაში, არამედ მიაღწია იმას, რომ ნავთობზე ფასები ბოლო წლების მსგავსად არ გაზრდილიყო, რისი საშიშროებაც არსებობდა მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტის შეწყვეტის გამო. გასულ კვირას ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 90 აშს დოლარამდე დაეცა.
აღნიშნული გარემობის გამო ოპეკი და საუდის არაბეთი ვერ აკონკრტილებენ ნავთობის ფასს, მაშინ როდესაც საუდის არაბეთს ბოლო პერიოდში ჰქონდა შესაძლებელობები მოეხდინა ფასებით მანიპულირება, იმის მიხედვით თავად ზრდიდა თუ ამცირებდა ნავთობის მოპოვებას.
რამდენი ხანი შესძლებს აშშ ნავთობის ლიდერის პოზიციაზე დარჩენას ამის შესახებ ანალიტიკოსები კონკრეტულ განმარტებებეს ვერ აკეთებენ.