ENG / RUS       12+

კახა ბენდუქიძე: ან სახლს დაასუფთავებთ, ან უკრაინა აღარ იქნება...

რესპოდენტის შესახებ

„ქართული რეფორმების იდეოლოგი", - ასეა შეფასებული ჟურნალ „ნოვოე ვრემიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს პროლოგში კახა ბენდუქიძის დამსახურება საქართველოს ეკონომიკისადმი.
გთავაზობთ ამონარიდს:
შეკითხვა: რა აქვთ საერთო ერთმანეთთან რეფორმების უკრაინულ და ქართულ გზებს?
კახა ბენდუქიძე: 2004 წელს, როცა ჩვენ რეფორმები დავიწყეთ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ცუდ მდგომარეობაში არ ყოფილა, როგორშიც ახლა უკრაინა იმყოფება. ქართული ეკონომიკა უკეთეს სიტუაციაში იყო. დიახ, პრობლემები ბევრი გვქონდა. უკრაინასაც თითქმის იგივე პრობლემები აქვს, თუმცა, რასაკვირველია, ამას საკუთარი, სპეციფიკური უკრაინული პრობლემებიც ემატება. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ რეფორმები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. სხვანაირად უკრაინას მომავალი არ აქვს.
საქართველოსა და უკრაინის რეფორმების საერთო მომენტად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ჩვენც და თქვენც რუსეთის მხრიდან აგრესია განვიცადეთ. ეს ყველაზე დიდი საერთო მახასიათებელია. ამ აგრესიას ძალიან თავისებური ნიშნები აქვს, რომლებიც ჯერ საქართველოში გამოჩნდა, შემდეგ კი უკრაინაშიც. ავიღოთ, ვთქვათ, „მწვანე კაცუნები" ყირიმში. როცა ისინი გამოჩნდნენ, მე იმწუთში გამახსენდა 2008 წელს როგორ იწყებოდა კონფლიქტის ესკალაცია სამხრეთ ოსეთში: იქაც მესამე ძალა მოქმედებდა - გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები ისროდნენ, ვიღაცას კლავდნენ, ჭრიდნენ... თანაც ესროდნენ რუსებს, ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტს. ამ თვალსაზრისისთ მნიშვნელოვანი მსგავსება შეინიშნება. და ის გამოუცხადებელი ომი, რომელიც ფაქტიურად რეალური ომია, ყველანაირი [იარაღის] საშუალებით რომ მიმდინარეობს. ეს ჩვენი საერთო უბედურებაა.
ამის წინააღმდეგ ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. არა ისე, რომ იარაღი ავიღოთ და ორივემ ვისროლოთ, არამედ მსოფლიო პოლიტიკის შეცვლის გზით. ეს ცვლილებები მიმართული უნდა იყოს რუსეთის შინაგანი გარდაქმნისაკენ, რომ მან უარი თქვას მიტაცებულ ტერიტორიებზე".

ავტორი: . .