თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flyvista-ც. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საბოლოო მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე დასრულდება და ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით რეისს კვირაში 4-ჯერ განახორციელებს. მოლაპარაკებების დასრულებამდე ავიარეისების დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, flyvista მოსკოვის მიმართულებით პირველ რეისს ნოემბრის ბოლომდე განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აღნიშნული მიმართულებით ფრენებს განახორციელებენ რუსული "აეროფლოტი", "გლობუსი", "ტრანსაერო", "სიბირი", "ურალის ავიახაზები", "ვიმავია" და "იუტეარი" იწყებენ.
Flyvista-ში აცხადებენ, რომ ბაზარი კარგად აქვთ შესწავლილი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს.
აღსანიშნავია, რომ flyvista ამ დროისათვის ფრენებს ალმა-ატას, თეირანისა და კიევის მიმართულებით ასრულებს.
"flyvista" დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გეგმიურ ფრენებს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში ხელმისაწვდომ ფასად.
შეგახსენებთ, რომ flyvista-მ ავიაბილეთების ონლაინ-გაყიდვების პორტალი უკვე გაუშვა. ბილეთების შეძენის მსურველებს უკვე საშუალება აქვთ ბილეთები დაჯავშნონ, როგორც ვებ-გვერდზე flyvista.aero, ასევე შეიძინონ flyvista-ს გაყიდვების აგენტებთან.
ახლად გაშვებული ვებ-პორტალიდან, მგზავრებს შეუძლიათ ასევე ადგილის დაჯავშნა თვითმფრინავში, საკვების შეკვეთა, ფრენის განრიგის გაცნობა.
flyvista, Vista Georgia-ს ბრენდია და დუბაიში ბაზირებულ Aerovista-თან პარტნიორობით ოპერირებს.