,,პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განვლილი ორი წელი არ იყო მარტივი, თუმცა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა.
,,ჩვენ გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი წელი თავისი სირთულეებით, თავისი გამოწვევებით და ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე, მოჯადოვებული წრის გარღვევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო", _განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველა სფეროში წარმატებას მიაღწია და ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს.
,, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე, არავინ არ დგას კანონზე მაღლა. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. Mმედიის თავისუფლებით და სიძლიერით იზომება თუ რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია",_განაცხადა პრემიერმა.