თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენელები ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცახდებას ეხმიანებიან და აცხდებენ, აღნიშული რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მათი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მავნებლური ნაბიჯია.
,,დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ყველა უწყებას, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოებს, ანგარიშები ექნებათ ხაზინაში და ხაზინა გაუწევს მომსახურებას.
მისი შეფასებით ეს მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმაა. სინამდვილეში ეს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მათი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მავნებლური ნაბიჯია. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორცილებაზე დაჭირდება სახელმწიფო ხაზინის თანხმობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლის სახით ვეღარ მიიღებს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხებზე დარიცხულ პროცენტებს.
მაგალითად, 2013 წელს თბილისის ბიუჯეტში პროცენტების სახით შემოსული იქნა 9 239 000 ლარი, ხოლო 2014 წელს დაგეგმილია 6 931 000 ლარის მიღება. ამ შემოსავლის წყაროს გაუქმება, ისევე როგორც თვითმმართველობის ორგანოების მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში", _აცხადებენ პარტიაში.
,,ნაცმოძრაობა" მოვუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას და მის პრეზიდენტს, დავით ჯიქიას, თბილისის მერს, დავით ნარმანიას, გააკეთონ ამ ნაბიჯის შეფასება და გამოიჩინონ პრინციპულობა თვითმმართველობის ორგანოების ინტერესების დაცვისას.