საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 7,2%-ით გაიზარდა.
"საქსტატის" ცნობით, აღნიშნული კომპანიების ბრუნვამ 2014 წლის აგვისტოში 4,04 მლრდ ლარს მიაღწია.
ამავე პერიოდში ქვეყანაში 3 042 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 15,4%-ით ნაკლებია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.