დღეს, 30 სექტემბერს, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC ) მონაწილეები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოინახულებენ და ბათუმის იუსტიციის სახლს დაათვალიერებენ.
შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) 1993 წელს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა ქ. სტამბოლში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები