Apple-ს ტოპ-მენეჯერებმა, კომპანიის გენერალური დირექტორის ტიმ კუკის ჩათვლით, Apple-ს აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდეს. საუბარია სულ 143 მლნ დოლარის ღირებულების აქციების გასხვისებაზე.
ირკვევა, რომ საერთო ჯამში ტიმ კუკმა 348 ათასი აქცია გაყიდა, რომლის ღირებულებაც 35,25 მლნ დოლარი იყო. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგის საკითხებში ფილ შილერმა 349 ათასი აქცია დათმო ღირებულებით 35,26 მლნ დოლარი. რაც შეეხება ფინანსურ დირექტორს, ლუკა მაესტის მას 16,37 ათასი აქცია 1,6 მლნ დოლარად გაყიდა. მეორე ვიცე-პრეზიდენტმა ჯენიჯერ უილიამსმა 349 ათასი აქცია 35,23 მლნ დოლარად, ხოლო კომპანიის მთავარმა იურისტმა ბრიუს სიუელმა 349 ათასამდე აქცია 35,39 მლნ დოლარად გაასხვისა.
აქციების გასხვისება 5 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე პერიოდში მოხდა, ანუ მას შემდეგ რაც 2 სექტემბერს აქციის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს 103,74 დოლარს მიაღწია. თუმცა მალევე 24 სექტემბერს "ჩაკბეჩილი ვაშლის" აქციები 3,5 %-ით გაუფასურდა, რაც თავის მხრივ iOS 8-თან დაკავშირებულ პრობლემებს და iPhone 6 Plus-ის დეფექტს უკავშირდებოდა. თუმცა რამდენიმე დღეში აქციის ფასმა ისევ ზრდა დაიწყო.
ამ დროისათვის Apple-ს გენერალურ დირექტორს ტიმ კუკს კომპანიის აქციათა თითქმის 1 %-ი აქვს, საუბარია სულ 950,7 ათას აქციაზე. აღსანიშნავია, რომ კუკმა აქციათა ნაწილი 2010, 2011 და 2012 წლებშიც გაასხვისა.
მასალის გამოყენების პირობები