ამერიკულმა კომპანია Falcon-მა iPhone 6 Plus-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო, რომლის ღირებულებაც 48,5 მლნ დოლარია. ასეთი ფასი გამოწვეულია იმით, რომ ტელეფონის კორპუსზე განთავსებულია დიდი ვარდისფერი ბრილიანტი, ხოლო თავად კორპუსი დამზადებულია ოქროსგან ან პლატინისგან.
ტელეფონზე 5 წლიანი განვადების პირობებიც მოქმედებს და მის მიწოდებას კომპანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უზრუნველყოფს. ტელეფონს სტანდარტულად მოყვება ყურსასმენები, USB-კაბელი და კვების წყაროს ადაპტერი.
თუმცა გარდა ვარდისფერი ბრილიანტისა, მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ iPhone 6 Plus-ი ნარინჯისფერი ბრილიანტით, რომლის ღირებულებაც 42,5 მლნ დოლარია. ხოლო ცისფერი ბრილიანტით გაწყობილი სმარტფონის ფასი კი 32,5 მლნ დოლარია. რაც შეეხება გამჭირვალე ბრილიანტით გაწყობილ iPhone 6 Plus-ს მისი ღირებულება 4,25 მლნ დოლარია.
ასევე 300 ათას დოლარს შესაძლებელია პლატინის ან ოქროს ყურსასმენების შეძენაც.