ირანული პირველი კერძო ავიაკომპანია Mahan Air-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რათა Mahan Air-ი აბრეშუმის გზის ნაწილი გახდეს. კომოანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა სომხეთთან და უახლოეს პერიოდში ის ქართულ ბაზარზე შემოსვლასაც აპირებს.
ამ დროისათვის Mahan Air-ი რეისებს მსოფლიოს 11 ქვეყნის მიმართულებით ასრულებს: თურქეთი, დუბაი, გერმანია, და სხვა მიმართულებები, თუმცა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თურქეთი და დუბაია.