ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეათე რაუნდის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"მოლაპარაკებათა მსვლელობისას აფხაზეთის, ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დელეგაციების ყურადღება გამახვილდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. რუსულმა მხარემ ამ დოკუმენტის თავისი პროექტი წარმოადგინა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის რეალურ შენატანზე სტაბილურობის შეტანის საკითხში და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ მექანიზმების რიტმული მუშაობის გაგრძელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
"შესაბამისი შეფასება მიეცა თბილისის მცდელობებს, მოახდინონ პოპულარიზაცია რაღაც სტრატეგიისა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და ასევე შეფასება მიეცა ქართული ტელეკომპანია "იმედის" პროვოკაციულ აქციას", _ ნათქვამია განცხადებაში.
შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2010 წლის 8 ივნისს იგეგმება.