Samsung-ი ევროპაში ნოუთბუკების რეალიზაციას წყვეტს და კომპიუტერების ევროპული ბაზრიდან გადის.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომპანია ბაზრის მოთხოვნებთან სწრაფ ადაპტირებას ახდენს და კომპანია ევროპის რეგიონში ნოუთბუკების რეალიზაციას აჩერებს, თუმცა ეს არ ეხება სხვა რეგიონებს. კომპანია ბაზრის კვლევის შემდგომ, პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში საკუთარი სტრატეგიის კოდექტირებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ Samsung სმარტფონებისა და პლანშეტების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. თუმცა კომპიუტერულ ბაზარზე ის მაინც ახალ მოთამაშეთ მიიჩნევს და ის წამყვან ხუთეულშიც კი არ შედის.
ამ დროისათვის კი "ხუთეული" შედიან Hewlett-Packard, Lenovo, Dell, Acer და ASUS.
მასალის გამოყენების პირობები