დღეს, პროკურატურის თანამშრომლებმა და მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150-ზე მეტი მწვანე ნერგი დარგეს. აქციაში დევიზით -"ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრება" ასამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
გამწვანების აქცია პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში მოეწყო.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენცია, პროკურორებისა და მოზარდების მჭიდრო კონტაქტი -" საზოგადოებრივი პროკურატურის " პროექტში ჩართული პროკურორები საჯარო სკოლებში ატარებენ ლექციებს სამართლებრივ თემებზე, იმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები და დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით.