პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსულ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს. როგორც ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის მთავრობამ წამოიწყო ინიციატივები რომლის მიზანი რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდაა.
,,საქართველო სულ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს.უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია.მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ინვესტიცებს ახორციელებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებსა და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდებში, რომლებიც, თავის მხრივ, წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას. გარდა ამისა, ახალდაარსებული კერძო ფონდი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი არის ინვესტირების მექანიზმი, რომლის მიზანიცაა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ინვესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობების მიცემა", _განაცხადა პრემიერმა, რომელმაც მთვარობის ახალ ინიციატივაზე „აწარმოე საქართველოში" ისაუბრა.
,,მიკროდონეზე კი ჩვენ ახლახან წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა (26 მილიონი დოლარი), რომელსაც ჰქვია „აწარმოე საქართველოში". ამ ინიციატივის მიზანია მცირე წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების მხარდაჭერა", _განამარტა ღარიბაშვილმა.