პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხორბლის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით სავალდებულო ფორტიფიკაციის შემოღების ფინანსური შედეგების შესახებ იმსჯელებენ. აღნიშნული მოიაზრებს „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქკტიკის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანას.
ხორბლის ფქვილის რკინისა და ფოლიუმის მჟავით სავალდებულო ფორტიფიკაციის შემოღება არის მეცნიერულად დადასტურებული, ერთერთი ყველაზე ეფექტური, იაფი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც იძლევა საქართველოში წარმოდგენილი კვებითი დარღვევების აღმოფხვრის შესაძლებლობას.
ხორბლის ფქვილის ფორტიფიცირება არის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების სასარგებლო მიკროელემენტებით და ვიტამინებით გამდიდრებისას. რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პროფილაქტიკას, როგორიცაა ნერვული მისლი დეფექტები (მაგ.: „სპინა ბიფიდა"), რკინადეფიციტური ანემია და სხვა თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებები.