2014 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 363 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 202 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 186 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7411 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები