აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს ეკონომიკური განვითარების საბჭო შეიქმნება, რომლის ფუნქციები იქნება აჭარის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია; ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს, ასევე რეგიონის დონეზე ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმართულებების ანალიზი.
ასევე, ქვეყნისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; შესაბამის უწყებებთან ერთად რეგიონის დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობა და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები