ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა. კაკაურიძეს ფინანსთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის წლების განმავლობაში სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები