საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეგიონის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ურჩევს. როგორც გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია Bloomberg -თან საუბრისას განაცხადა, საქართველომ ეს გზა უკვე გამოიარა და დღეისათვის საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მინიმალურია.
"რეგიონის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა უნდა მოახერხონ ეკონომიკის იმგვარად სტრუქტურირება, რომ შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება. რაც საქართველომ 2006 წელს გამოიარა, როდესაც ეკონომიკის 2-ჯერ კლების პროგნოზი იყო. ეს ასე არ მოხდა და დღეს დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე მინიმალურია"- განაცხადა Bloomberg -თან ინტერვიუში გიორგი ქადაგიძემ.