შოტლანდიის რეფერენდუის შედეგების გამოცხადებასთან ერთად ევროზონის ძირითადი საფონდო ინდექსები გაიზარდა. ბრიტანული FTSE 100 1,1 %-ით გაიზარდა. უმსხვილესი ბანკების - Llloyds და RBS, რომლებიც შოტლანდიაში ოპერირებენ, აქციების ფასი გაიზარდა.
რეფერენდუამდე ბანკების მენეჯმენტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შოტლანდიის მიერ დამოუკიდელობის გამოცხადების შემთხვევაში ისინი იძულებულნი გახდებოდნენ თავიანთი საქმიანობა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში გადაეტანათ.
ასევე დაფიქსირდა ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში - კერძოდ ევროსთან მიმართებაში ფუნტი სტერლინგის კუსრმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.