ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპელი პარლამენტარები დაინტერესდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია.
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა სტუმრებს 2010 წლის არჩევნების სტრატეგია გააცნო.
შეხვედრაზე ხარატიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება მისი მიზანია