მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა მცირდება. ამის თაობაზე, შემუშავებული პარლამენტის დადგენილების პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნონეს წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასეგნებების მოცულობა 1 155,6 ათასი ლარის ოდენობით მცირდება და ეს თანხა მიმართული იქნება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში.
კომიტეტის უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა, ოპოზიციამ კი -არა.
სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2014-2015 წლების ანგარიშგების განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა წარადგინა. პროექტის მიხედვით შეიქმნება 9-კაციანი ჯგუფი, რომელმაც ეროვნული ბანკის გარე აუდიტის განსახორციელებლად მსოფლიოში 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთი უნდა შეარჩიოს.
ამ დადგენილების პროექტს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.