17 სექტემბერს ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „ვენდიმ" საქართველოში პირველი დაბადების დღე აღნიშნა და ერთგულ მომხმარებელს უამრავი სიურპრიზი და სიახლე შესთავაზა.
პირველ დაბადების დღეს „ვენდი" ახალი, მადისაღმძვრელი პროდუქტით შეხვდა. შესაბამისად, ამიერიდან, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე და რუსთაველის გამზირზე არსებულ „ვენდის" რესტორნებში 4 სახეობის უგემრიელესი „ვრეპის" დაგემოვნების საშუალება აქვს მომხმარებელს. ამას გარდა, ყველამ, ვინც „ვენდის" რესტორნებს დაბადების დღეს ეწვია, საღამოს 5 საათიდან რვა საათამდე კომბო მენიუს შეიძენის შემთხვევაში, დამატებით მიიღო ერთი ბურგერი უფასოდ და რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია „ვენდის" დაბადების დღეზე მომხმარებელს „ვენდის" მენეჯმენტი მოემსახურა თავად კომპანიის ხელმძღვანელის - სოსო ფხაკაძის მეთაურობით. სადღესასწაულო საღამო კი რუსთაველზე მდებარე რესტორანში „ვენდის" თანამშრომლებისგან შემდგარმა მუსიკალურმა ბენდმა გაალამაზა.
„"ვენდი" ბედნიერია პირველი დაბადების დღე ერთგულ მომხმარებელთან ერთად ორი მსოფლიოში ყველაზე დიდი და გამორჩეული ინტერიერის „ვენდის" რესტორნით, მოტივირებული, პროფესიონალი თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ახალგაზრა გუნდით, ახალი პროდუქტებით და განვითარების ახალი ამბიციური გეგმებით აღნიშნოს. დღეს გვსურდა განსაკუთრებული მადლობა გადაგვეხადა მომხმარებლისთვის ერთგულებისა და სითბოსთვის. ამიტომაც, შევქმენით შესაბამისი გარემო და ახალი პროდუქტებით თავად ვუმასპინძლეთ მათ", განაცხადა „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ცხარე ქათმის „ვრეპი", გრილზე შემწვარი ქათმის „ვრეპი", „ვეჯი ვრეპი", თევზის „ვრეპი" საყვარელი კერძი გახდება მათთვის, ვისთვისაც ლავაშის, ყველის, ცოცხალი ბოსტნეულის, სურნელოვანი სოუსების, ქათმის ხორცის თუ თევზის ინგრედიენტები ერთად საყვარელი კომბინაციაა.
„ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის" ორი ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარეობს. „ვისოლ ჯგუფი" მომავალი 10 წლის მანძილზე „ვენდის" 25 რესტორანს გახსნის საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ვენდი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები