2014 წლის რვა თვის შედეგებით ვითიბი ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხების მოცულობამ 128 მილიონი ლარია, ხოლო პორტფელის ზრდამ 13.5% შეადგინა. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ბანკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, საკრედიტო პროდუქტები მაქსმალურად არის მორგებული მომხარებლის მოთხოვნებს, რაც სისწრაფეს, მოქნილ პროცედურებს და კონკურენტუნარიან განაკვეთს გულისხმობს.
აგრო ბიზნესის დაკრედიტება ასევე წარმოადგენს ვითიბი ბანკის სტრატეგიულ ინტერესს, ვითიბი ბანკი პირველი დღიდან ჩაერთო „შეღავათიანი აგრო კრედიტის" პროგრამაში და 2014 წლის რვა თვის შედეგებით 32 მილიონი ლარის სესხი გასცა. დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარებოა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები და ა.შ. სესხები ძირითადად მეორე, მესამე და მეხუთე კომპონენტის ფარგლებშია გაცემული.
„შეღავათიანი აგრო კრედიტის" პროექტის დაწყებიდან დღემდე ვითიბი ბანკს ჯამურად 71.8 მილიონი ლარის კრედიტი აქვს გაცემული.
მასალის გამოყენების პირობები