გორის #11 საბავშო ბაღში გუშინ გვიან ღამით ხანძარი გაჩენის შემდეგ შესახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართის ნაწილიც დაიწვა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა სამი ოთახი მაინც დაიწვა, მათ შორის დევნილები ფართი.
ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა ბაღის დოკუმენტაცია მთლიანად განადგურდა.