ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის საქართველოში, პიერ მორელის განცხადებით, კონფლიქტურ რეგიონებში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო მოქალაქეების გასამართლება დაუშვებელია.
ამის შესახებ პიერ მორელმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარ შემთხვევით გადაკვეთენ მათი დაკავება და სასამართლოში გასამართლება დაუშვებელია.მე ვფიქრობ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მოქალაქეები რამდენჯერმე გაფრთხილდებიან თუნდა ჯარიმა დაწესდება,რომელის გადახდის შემთხვევაშიც მას გაანთავისუფლებენ", - აღნიშნა მორელმა.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლ კარასინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გართულებისა და ემოციური გამოსვლების მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკები მაინც გრძელდება.
"შეხვედრაზე ჩვენ ყურადღება 13 მარტის პროვოკაციულ გადაცემაზე გავამახვილეთ, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, ასევე მის მეზობელი ქვეყნების საზოგადოებაც შეაშფოთა",- განაცხადა კარასინმა.