ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების მიზეზი კონსტიტუციაა

რესპოდენტის შესახებ

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება. მინისტრთა კაბინეტის წევრები საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. Aარის თუ არა ეს აშკარა შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, Kკონკრეტულად რაშია გამოსავალი შექმნილ ვითარებაში და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა? ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა, რომელიც გამოსავალს კონსტიტუციის გადახედვაში ხედავს.

_ ბატონო რამაზ, რას ფიქრობთ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და იმ განცხადებებზე, რომელსაც მთავრობის წევრები გიორგი მარგველაშვილის მისამართით აკეთებენ. Aარის ეს აშკარა შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე?

_ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება, პირველ რიგში, შესაფასებელია იმით რა სახის დაპირისპირებაა იგი _ პიროვნული, ინსტიტუციური, პოლიტიკური, თუ სხვა. მხარეებს შორის პიროვნული დაპირისპირება რომ არ არის ჩანს იქიდანაც, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთის პიროვნების მიმართ ძირითადად კეთილგანწყობას გამოხატავენ, პოლიტიკური არაა იმდენად რამდენადაც პრეზიდენტს არსად არ უთქვამს, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური კური აქვს, პირიქით იმ კურსის გამყარებაზე ზრუნავს, რომელსაც მთავრობა წარმართავს. ერთადერთი ეს არის ინსტიტუციური დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და მათ შორის ფუნქციების განურჩევლობა.

_ თქვენი აზრით, რა არის მიზეზი თუნდაც ინსტიტუციური დაპირისპირების, ახალი კონსტიტუცია ხომ არა?

_ დაპირისპირების მიზეზი კონსტიტუციაა.

_ რაში ხედავთ გამოსავალს, კონსტიტუცია უნდა გადაიხედოს?

_ უნდა მოხდეს კონსტიტუციის ისეთი რედაქტირება, რომ ორაზროვნად არ იკითხებოდეს. Aახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობის ნებართვით, საერთაშორისო ურთიერთობაში ჩართვა. Eეს ნორმა ორაზროვანია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიჰყავს, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, შესაბამისად საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი მთავრობა გამოდის და გამოდის, რომ პრეზიდენტი გამოდის უბრალო დამხმარე საგარეო ურთიერთობებში თუ დასჭირდათ? Aამიტომ ეს გაუგებრობა თუ არ დაიძლია მაშინ ის პრეზიდენტი არ არის, არის უკეთეს შემთხვევაში საგარეო ურთიერთობებში რომელიღაცა განყოფილების გამგე.

_ უახლოეს პერიოდში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა თუ არ დარეგულირდება რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ?

_ ქვეყანას აქედან გამომდინარე კატასტროფა არ ემუქრება, რადგან ქვეყანას საფრე მაშინ ექმნება როცა ერთმანეთს უპირისპირდებიან უფლებამოსილი სტრუქტურები და მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. Aამ შემთხვევაში პრეზიდენტს ეს პრეტენზია არ გააჩნია, ასე რომ, ძალაუფლებისთვის ჯახი ნამდვილად არ იქნება. თუმცა იქნება კვლავ მორიგი გაუგებრობები.

_ გამოდის, რომ აუცილებელია მოხდეს კონსტიტუციის გადახედვა?

_ ჩემი აზრით, ეს აუცილებელია.

_ თქვენი კოლეგები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე რომ შემოდგომით კოალიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები დაიწყებოდა. მურმან დუმბაძის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან, ასევე კოალიციიდან გარიცხვა ამის წინაპირობა ხომ არ არის და უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ მმართველ გუნდში გაუგებრობას, დაპირისპირებას?

_ ზოგადად დაპირისპირებები კოალიციის ტიპის სისტემაში შეიძლება იმ ხაზზე, რისაგან იგი შედგება, კერძოდ, პარტიების მიმართულებით. ამიტომ ერთი ადამიანი იქით იქნება, თუ აქეთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ პარტია აღმოჩნდება განსხვავებული ორიენტაციის ამას შეიძლება დავარქვათ უკვე დაპირისპირება კოალიციის შიგნით. Mმურმან დუმბაძეს, კოალიციის სტრუქტურაში თუ არ ვცდები მიჩენილი ჰქონდა ადგილი როგორც პერსონას, პიროვნებას და იგი არ წარმოადგენდა რაიმე განსხვავებულ, პოლიტიკურ ძალას. Aასე რომ, კონკრეტული პიროვნების საქმეა სად და როგორ დადგება. არა მგონია, რა პოზიციაც არ უნდა დაიკავოს მურმან დუმბაძემ ამან გავლენა იქონიოს კოალიციის მთლიანობაზე.

_ როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია ახლო მომავალში კოალიციის შიგნით შემავალ პარტიებს შორის დაპირისპირება?

_ ამის საშიშროებას ვერ ვხედავ და ამაზე, სამწუხაროდ, მხოლოდ ჟურნალისტები საუბრობენ.

_ შესაძლო დაპირისპირებაზე თქვენი კოლეგებიც მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მოსალოდნელია იგივე თავდაცვის მინისტრზე ირაკლი ალასანიასა და ,,თავისუფალ დემოკრატებზე" შეტევა და ამიტომ გეკითხებით.

_ ჩემი კოლეგები რა, ჩვენც ჟურნალისტები ვართ როცა რაიმეს ანალიზს ვაკეთებთ. Gგარკვეულ ქვეყნებში ექსპერტები თვითონ ჟურნალისტები არიან, ეს ჩვენთან არის რომ ჟურნალისტი კითხვას სვამს და ვიღაც პასუხობს. თორემ საკითხის ანალიზს ჟურნალისტი უნდა აკეთებდეს. ამას რატომ მოგახსენებთ?- იმიტომ რომ გარკვეული წინაპირობა ხომ უნდა ჰქონდეს ასეთ ვერსიას? ჟურნალისტისთვის ამგვარი დაპირისპირების არსებობა საინტერესო იქნება რადგან ის იქნება მოვლენა რომელსაც გააშუქებს. ასევე მოვლენა იქნება ზაფხულში, 40 გრადუსიან სიცხეში თოვლის მოსვლა, მაგრამ ამისთვის გარკვეული წინაპირობა ხომ უნდა არსებობდეს?

_ გამოდის, რომ თქვენ კოალიციის შიგნით დაპირისპირების წინაპირობას ვერ ხედავთ?

_ ვერ ვხედავ იმიტომ, რომ კოალიციიდან დამოუკიდებლად რომ გავიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია იგი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ დამოუკიდებლად რეიტინგი ექნება. გახსოვთ სააკაშვილი-ჟვანიას ოპოზიცია ცალკე რომ გავიდა მათ უკვე იცოდნენ, რომ დამოუკიდებლად რეიტინგი ექნებოდათ. დღეს თქვენ გეგულებათ ასეთი პოლიტიკური ჯგუფი? თუკი ვთქვათ ასეთი ირაკლი ალასანიას გუნდი იქნება და იგი დღეს თვალში საცემი პოლიტიკური ფიგურაა, როგრც შესანიშნავი მინისტრი, დამოუკიდებლად ის რამდენად რეიტინგული იქნება არავინ იცის, რადგან მისი გუნდი დამოუკიდებლად არსებობდა და რეიტინგი არ ჰქონდა_ეს ერთი. Mმეორე საკითხია ის, რომ თავის დროზე სააკაშვილმა-ჟვანია-ბურჯანაძემ ბევრი ითმინეს სანამ არ დაგროვდა უკმაყოფილება შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ რომლის საფუძველზე ოპოზიციონერობა დაიწყეს. ჯერჯერობით, არ ჩანს ისეთი უკმაყოფილების მუხტი, რომლის საფუძველზე რომელიმე პოლიტიკური პოლჯგუფი მოახერხებს გარდატეხის შეტანას. მოგეხსენებათ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ახმოვანებენ უკმაყოფილებას სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ აიწიეს რეიტინგი?-ვერა.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

ავტორი: . .