რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტში, შესაძლოა, ქართული კვალი გამოიკვეთოს.
"გამოძიება ტერაქტების ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში მოქმედი ბოევიკების ტერაქტში შესაძლო მონაწილეობის ვერსიაზეც. ოპერატიული სამსახურები მუშაობენ და გამოძიებისკენ გადასროლილია მნიშვნელოვანი ძალები. გარკვეული პროგრესი ამ საქმეში უკვე გვაქვს", _ აცხადებს პარტუშევი და დასძენს, რომ გამოძიების მსვლელობისას არ ისაა გამორიცხული, რომ შესაძლოა ქართული კვალი გამოჩნდეს.
"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლებს გარკვეული კავშირი აქვთ რუსეთის ჩრდილო კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ ეს ვერსიაც უნდა შევამოწმოთ მოსკოვში მომხდარი ტერაქტების გამოძიების ფარგლებში", _ აცხადებს ნიკოლაი პატრუშევი.