დღეს, 16 სექტემბერს, 10: 30 საათზე, სასტუმრო „Holliday Inn Tbilisi"-ში ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში აუდიტორიას სიტყვით მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, უკრაინის სასურსათო აგრარული პოლიტიკის მინისტრი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე იგეგმება წარმოებების პრეზენტაცია, გაიმართება B2B შეხვედრები უკრაინულ და ქართულ კომპანიების შორის.
უკრაინული კომპანიების ინტერესთა სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა.
მასალის გამოყენების პირობები