17-18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განვითარების და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს მეორე საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციას _ IEC 2014, ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ".
კონფერენციის  პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი  მიმართულებები:
1.	ეროვნული ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო-გეოლოგია, კავშირგაბმულობა, მშენებლობა, არქიტექტურა, დიზანი, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა და ა.შ.);
2.	სოციალური სექტორის (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) თანამედროვე პრობლემები;
3.	აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები;
4.	უძრავი ქონების მართვის თანამედროვე პრობლემები;
5.	ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ასპექტები;
6.	ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  სექტორი; 
7.	ბიზნეს-პროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები;
8.	საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი;
9.	ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები;
10.	სამართალი და პოლიტიკა;
11.	ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი". კონფერენციაში მონაწილეობის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის _ 50 ლარი(დღგ-ის გარეშე), უცხოელებისთვის _ 50 ევრო (დღგ-ის გარეშე). სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის: სტატიის რეცენზირება, ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი" გამოქვეყნება, კონფერენციის პროგრამა, სერტიფიკატი, ბეიჯი, ქოფი-ბრეიქი.  მსურველთათვის ბანკეტის ღირებულება _ 40 ლარი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი. საბანკო რეკვიზიტები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისათვის მონაწილეებს გადაეგზავნებათ განაცხადების განხილვის შემდეგ. ერთი სტატიის ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 2. სტატიები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: iec@gtu.ge. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის საიტზე:  iec.gtu.ge. საკონტაქტო პირები: ალექსანდრე სიჭინავა (+995) 595 719177;  (+032) 2365391, დალი სეხნიაშვილი     (+995) 599 109 190.