ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
მხარეებმა შეხვედრაზე მხოლოდ მორიგი, მე-11 რაუნდის თარიღზე შეთანხმება შესძლეს, რომელიც ჟენევაში 8 ივნისს გაიმართება. სხვა საკითხები კვლავ ღიად დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციები მაინც დადებითად შეაფასეს და ამასთან, პირველად რუსულმა და ქართულმა მხარემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ერთმანეთს პირველად ხელი ჩამოართვეს.
ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები იყო, თუმცა რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლის ინიციატივა ტრადიციულად დაბლოკა.