„ვისოლმა" და „სმარტმა" ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს. დღეიდან, 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, „ვისოლ ჯგუფის" ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ უნიკალურ აქციაში ჩაერთონ.
„ვისოლში" 30 ლარის და მეტი ღირებულების საწვავის, მათ შორის ყველა დროის ყველაზე მაღალი ხარისხის „ეკოს" პროდუქტების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს ვაუჩერს, რითაც 10 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის" 20 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტებზე.
იმავდროულად, მომხმარებელს„ვისოლსა" და „სმარტში" „უნიქარდით" ბონუს ქულების დაგროვება შეუძლია.
„ვისოლ ჯგუფს" სურს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და შესთავაზოს ისეთი წამახალისებელი აქციები, რომელიც წევრ კომპანიებში უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღების გარდა, მათ როგორც ემოციურ ისე მატერიალურ სარგებელს მისცემს. აქციის ფარგლებში ერთგული მომხმარებელი „სმარტში" საყოფაცხოვრებო ხარჯების მნიშვნელოვან ეკონომიას შეძლებს, თან იმგზავრებს „ვისოლის" ყველა დროის ყველაზე მაღალი ხარისხის ხარისხის საწვავით და „უნიქარდით" ქულებსაც დააგროვებს, საჩუქრების მისაღებად. შესაბამისად „ვისოლ ჯგუფთან" ურთიერთობა მათ მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს", - აცხადებს „ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
როგორც ფხაკაძე განმარტავს, უნიკალური აქციის განმავლობაში, რომელიც „ვისოლისა" და „სმარტის" სრულ ქსელს მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით, ფასდაკლების ვაუჩერს მომხმარებელი „ვისოლში" 30 ლარის და მეტი ღირებულების საწვავის ყოველ შესყიდვაზე მიიღებს. ვაუჩერის განაღდება კი „სმარტში" მას 30 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება.
„ვისოლის" გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განმარტებით, მომხმარებელს „ვისოლისგან" და „სმარტისგან" საკმაოდ კარგი აქცია აქვთ უკვე შეთავაზებული, რაც საერთო ჯამში მათი ხარჯების ეკონომიას გამოიწვევს.
„ფაქტობრივად პირველი აქციაა, როდესაც „ვისოლ ჯგუფში" შემავალი ორი კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" და „სმარტი" ერთობლივად აკეთებენ ასეთ მასშტაბურ აქციას, როდესაც საწვავის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს „სმარტში" ფასდაკლებას. ზოგადად, 10 %-ი სუპერმარკეტების ქსელში საკმაოდ დიდი ფასდაკლებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აქციებით გავზარდოთ მომხმარებლების რაოდენობა. ჩვენი მომხმარებელი მიიღებს როგორც ხარისხიან პროდუქტს, ასევე ხარისხიან სერვისს"- განმარტავს ვასილ ხორავა.
როგორც ხორავა აცხადებს აღნიშნული აქციით კომპანია გაყიდვების კიდევ უფრო სტიმულირებას გეგმავს.
„გაყიდვების ზრდას ველოდებით, თუ ციფრობირვად რამდენი იქნება ეს ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება", - აცხადებს ხორავა.
აღსანიშნავია, რომ „ვისოლს" ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საწვავით გამოირჩევა. „ეკოს" ყველასათვის ცნობილი პროდუქტები: „ეკო სუპერი 100", „ეკო სუპერი", „ეკო პრემიუმი", „ეკო დიზელი", „ეკო რეგულარი", „ვისოლის" ქსელში 2014 წლის თებერვლიდანაა ხელმისაწვდომი.
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კლომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელასა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.