ENG / RUS       12+

ლიზა ბათიაშვილი: მე საქართველოსთვის პასუხისმგებლობას ვგრძნობ

რესპოდენტის შესახებ

„როცა სამხრეთ ოსეთის ამბები დაიწყო, გერმანელებს არ ეგონათ, რომ რუსეთი აგრესორი იყო, ახლა კი იდენტური სიტუაციაა უკრაინასთან მიმართებით"
გერმანული გამოცემა „ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ცნობილი მუსიკოსი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი საუბრობს თავის პროფესიაზე, შემოქმედებით გეგმებზე, საზოგადოებრივ მოვალეობებზე... იგი საქართველოდან 1991 წელს თორმეტი წლის ასაკში დედ-მამასთან ერთად საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა და ამჟამად გერმანიის ქალაქ მიუნხენში ოჯახით ცხოვრობს. „ველტის" კორესპონდენტთან საუბარში იგი ეხმიანება დღევანდელ საერთაშორისო მოვლენებსაც და თავის აზრს გამოთქვამს.
'ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდს:
შეკითხვა: თქვენ ბევრს მოგზაურობთ, კონცერტები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში გაქვთ... ხანდახან თუ მაინც ჩადიხარ თქვენს სამშობლოში - საქართველოში?
ლიზა ბათიაშვილი: მე ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე. მიმაჩნია, რომ ჩემი წვლილი უნდა შევიტანო იმაში, რომ სამშობლო კიდევ უფრო ცნობილი უნდა გახდეს... ამიტომაც თბილისში რეგულარულად დავდივარ... ერთ კვირაში წავალ და ხუთ საუკეთესო ვიოლინოს [საჩუქრად] გადავცემ. მე ჩემს შვილებს აფხაზეთს სიამოვნებით ვაჩვენებდი, სადაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს თითქმის ყოველწლიურად იქ ვატარებდი.
შეკითხვა: ექვსი წლის წინ მომხდარი ომის შედეგად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ რუსეთის მიერაა დაკავებული. როგორ ფიქრობთ უკრაინის მოვლენებზე, იგივე ხდება? გაქვთ „დეჟა ვიუს" შეგრძნება?
ლიზა ბათიაშვილი: დიახ, მჯერა რომ უკრაინაში მოვლენები საქართველოს მსგავსად მიმდინარეობს. ქართველები ყოველთვის თავს იცავდნენ და მონღოლ-სპარსელთა წინააღმდეგ იბრძოდნენ. როცა სამხრეთ ოსეთის ამბები დაიწყო, გერმანელებს არ ეგონათ, რომ რუსეთი აგრესორი იყო, ახლა კი იდენტური სიტუაციაა უკრაინასთან მიმართებით. იგივენაირად შეჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე თანამემამულეების დაცვის საბაბით... მაგრამ დღეს შედარებით მეტი მასობრივი ხასიათის ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის ფეისბუქის მეშვეობითაც. იმედი მაქვს, რომ საჯაროობის ასეთი სიახლე საქართველოსაც მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს.
ავტორი: . .