საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დილით ირაკლი ღარიბაშვილი "თეთრი ქალაქის" პროექტს გაეცნო.
" თეთრი ქალაქი" - ეს არის მაშტაბური პროექტი, რომელიც 10 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. "თეთრი ქალაქის" პროექტირება საერთაშორისო არქიტექორების დახმარებით მოხდა. ის აერთიანებს სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს და სარეკრეაციო ზონებს ყველა ასაკის ადამიანისთვის.