თურქული კომპანია Urtim, რომელიც ბეტონის კონსტრუქციებისა და პირსის მშენებლობითაა ცნობილი, აზერბაიჯანში Khazar Islands-ის მშენებლობას განახორციელებს.
ხელოვნური ქალაქი, რომელიც 50 კუნძულზე იქნება განთავსებული, 1 მლნ ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 100 მლრდ დოლარი დაჯდება.
პროექტს Avesta ახორციელებს, რომელიც 1050 მეტრის სიმაღლის Azerbaijan Tower-ს მშენებლობას გეგმავს. ირკვევა, რომ Azerbaijan Tower-ი 222 მეტრით მაღალი იქნება ვიდრე სუბაიში მდებარე Burj Khalifa-ა.
Urtim-ს მსგავსი პროექტები მსოფლიოს 25 ქვეყანაში აქვს განხორციელებული და კომპანიის მენეჯმეტი არ გამორიცხავს, რომ Khazar Islands-ის მშენებლობაში სხვა თურქული კომპანიების ჩართულობაც გახდეს აუცილებელი.
მასალის გამოყენების პირობები