ფინანსთა მინისტრისთვის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება. „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით მოხდება ფინანსთა სამინისტროს ტრანსპარენტულობა, საგადახადო კანონმდებლობის სადაო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება, საჯარო გადაწყვეტილების ინსტიტუტის რეალურად ამოქმედება, ბიზნესისათვის საგადახადო კანონმდებლობის სადაო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის წინასწარ გაცნობა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება შეამცირებს საგადასახადო დავების რისკებს, მეწარმეს შეეძლება გაეცნოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილებას მისთვის აქტუალურ საგადასახადო ნორმასთან დაკავშრებით და იხელმძღვანელოს აღნიშნული გადაწყვეტილებით"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები